—

პრემიერი: სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები

43
პრემიერი: სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელშეშლის და ზეწოლის ფაქტები
მოსასმენად დააჭირეთ

ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი…

ამომრჩევლის მობილიზაცია პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა და გავაგრძელებთ მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლების მობილიზაციას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ამომრჩეველმა გამოხატოს საკუთარი არჩევანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, რაც სამწუხაროა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. კობახიძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება.

„სამწუხაროდ დაფიქსირდა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის ხელის შეშლის ფაქტები. სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ასეთი რამ. ასევე იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, მათ შორის, ამომრჩეველს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ საკუთარ ავტომობილში ყოფილიყო მშვიდად და განეხორციელებინა ის საქმიანობა რისი განხორციელების უფლებაც მას კანონის შესაბამისად აქვს.

ჩვენ გვესმის რომ მაღალი აქტივობა რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამომრჩევლისთვის და ამომრჩევლის მობილიზებისთვის ხელშეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ მშვიდ ვითარებაში ამ არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →