—

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან

52
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა: „რა უზრუნველყოფს ქარტიით დათქმული პირობების აღსრულებას, ხომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ რომელიმე ცალკეულმა აქტორმა შეიძლება გადაიფიქროს და წლის ბოლოს უარი თქვას ძალაუფლების დათმობაზე?“.

„ქარტიაში მთავარია ყველაფერი ის, რაც მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომლებიც ადრეც იყო მოცემული, მაგრამ არ შევასრულეთ და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის გზაზე. ეს არის ქარტიის შინაარსი. დღევანდელ არჩევნებში ადამიანები უფრო ევროპას აძლევენ ხმას, ვიდრე სრულყოფილად რომელიმე პარტიას. ეს რეფერენდუმის ფორმატია. ამიტომ ითვლება, რომ ალბათ მიზანშეწონილია ერთ წელიწადში უკვე თავისუფალ პირობებში, სრულიად გათავისუფლებულ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნები, მაგრამ აქაც, როგორც პრემიერობის კანდიდატზე და ყველაფერზე მე ვიქნები დიალოგში პროდასავლურ პარტიებთან და სადაც იქნება კონსენსუსი, იქ ვიქნები მე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →