—

ჯო უილსონის მიმართვა ქართველებს

43
ჯო უილსონის მიმართვა ქართველებს
მოსასმენად დააჭირეთ

"ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის", - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საუბრობს და ქართველი ხალხისთვის სპეციალურ

"ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის", - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საუბრობს და ქართველი ხალხისთვის სპეციალურ 

ვიდეომიმართვას ავრცელებს.

უილსონი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

"26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი მომენტია არაჩვეულებრივი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხის ნება ნათელია, მათ სურთ მთავრობა, რომელიც ირჩევს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებთან სიახლოვეს, კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ისინი ეწინააღმდეგებიან ომის დამნაშავე პუტინის მცდელობას, რომ წაართვას დამოუკიდებლობა და რომელიც ამაოდ ცდილობს თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი. ევროკავშირი და NATO გთავაზობთ დაცულ მომავალს, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობა ძლიერია. მეგობრობის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის", - აცხადებს კონგრესმენი.

 Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →