—

შალვა პაპუაშვილი - თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

38
შალვა პაპუაშვილი - თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო
მოსასმენად დააჭირეთ

თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო, - განაცხადა…

თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება მუდმივად საქართველოს "მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ოპოზიციისგან განსხვავებით".

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები "პირდაპირ ომში გაგვაქანებდნენ იმ მომენტშივე, როგორც კი იქნებოდნენ ხელისუფლებაში".

„დღეს „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც ითხოვს ხმას მოქალაქეებისგან, ნებისმიერი მათგანი, იმ მომენტში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დაჰყვებოდა თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჟღერდებოდა პარტნიორების მხრიდან, დააწესებდა სანქციებს , გაუშვებდა თუ არა მოხალისეებს, ჩაკეტავდათუ არა ცას, საზღვარს, შემოიღებდა თუ არა სავიზო რეჟიმს და ა.შ.?! ყველა ხომ ვხვდებით, რომ პასუხი არის - კი. ამას თუ ვხვდებით, იმასაც ხომ ვხვდებით, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ომში გაგვაქანებდნენ იმ მომენტშივე, როგორც კი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. სინამდვილეში, რა გამოჩნდა იცით? თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო. ზუსტად ეს არის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდის, მათ შორის შეიძლება შენი მეგობრების დინებისგან განსხვავებულია, მაგრამ არის შენი ხალხის ინტერესში. ეს გააკეთა მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ და ამას არ გააკეთებდა არცერთი დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმატელეკომპანია "იმედის" ეთერში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →