—

\"დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ EU-ში, ძალიან მალე\" | პრეზიდენტი

47
\"დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ EU-ში, ძალიან მალე\" | პრეზიდენტი
მოსასმენად დააჭირეთ

"დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ EU-ში, ძალიან მალე", - განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას.

"დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ EU-ში, ძალიან მალე", - განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას.

"რუსეთი ვერაფერს აღწევს დღევანდელ დღეს. უკრაინაში ვერ აღწევს თავის მიზანს, კი გრძელდება [ომი], საშინელი, ტრაგიკული მომენტია უკრაინაში 2 წელია და მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს იმის მიუხედავად, რომ ითვლებოდა, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე ძლიერი ჯარი იყო. მოლდოვაში რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, იმის მიუხედავად, რომ დაიხარჯა ძალიან დიდი ფული და მე ველაპარაკე რამდენიმე კვირის წინ მაია სანდუს, კიდევ ერთი კვირის წინ მეორედ ვესაუბრე - უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, იქ პრორუსული ძალები ძალიან აქტიური იყვნენ და გამოყენებული იყო ყველანაირი ჰიბრიდული საშუალება, რაც არსებობს და ამის მიუხედავად, ეს ქალი დგას და რეფერენდუმი მოიგო რთულ პირობებში და ეს უდიდესი გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში ძალიან მალე და ძალიან სწრაფად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →