—

იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ФСБ-მ მოსკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე დააკავა

51
იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, ФСБ-მ მოსკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე დააკავა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსულმა ФСБ-მ მოსკოვის ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ დაკავებული საცხოვრებელ სახლში, მოსკოვის ოლქის ქალაქ იგორიევსკში, უკანონოდ ინახავდა…

რუსულმა ФСБ-მ მოსკოვის ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ დაკავებული საცხოვრებელ სახლში, მოსკოვის ოლქის ქალაქ იგორიევსკში, უკანონოდ ინახავდა მცირეკალიბრის  „TOZ-8“-ს სანადირო თოფს "ИЖ-27"-ს, 300-ზე მეტ ვაზნას, РГД-5 ხელყუმბარასა და 500 გრამზე მეტ დენთს. 

მათივე ცნობით, დაკავებულს აღმოაჩნდა შსს-ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის და ე.წ. "აფხაზეთის პასპორტის" ყალბი დოკუმენტები. 

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის მუხლით აღძრეს, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, დაკავებული ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაშიც.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ცნობით, დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევისთვის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →