—

ბიძინა ივანიშვილი - მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს

56
ბიძინა ივანიშვილი - მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს
მოსასმენად დააჭირეთ

მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მცდელობა, რომ საქართველოში საზოგადოება აცხოვრონ ვირტუალურ რეალობაში, არ იმუშავებს, რადგან ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის დამფუძნებლები, მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას ახერხებენ, როგორც ეს თავის დროზე, საქართველოში მოახერხეს.

ივანიშვილის განცხადებით, როცა განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ ისმის, მარტივია საზოგადოება დააჯერო ვირტუალურ რეალობაში, რაც საქართველოში ვერ იმუშავებს, ვინაიდან ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა.

„იდეოლოგია, რასაც დღეს ლიბერალები ლიბერალურს უწოდებენ, ძალიან სახიფათოა. ის იდეოლოგები, ვინც არიან ამის დამფუძნებლები, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ახერხებენ ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას. განსხვავებული, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად, ძალიან ხშირად, საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და ჰგონიათ, რომ ესაა რეალობა. ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს, ეს ვერ გაუგიათ. ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია, აბა ნახეთ, რამდენი ტელევიზიაა? თუნდაც, რამდენს გახსნიან ხვალვე. ეს არ არის ის დრო, რა დროც იყო, გახსოვთ ხომ, თეფშები როგორ დაგვიყადაღეს, როგორ გვიკრძალავდნენ, როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია გვქონოდა, საინფორმაციო წყარო გვქონოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →