—

ბიძინა ივანიშვილი: იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო!

45
ბიძინა ივანიშვილი: იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო!
მოსასმენად დააჭირეთ

26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ…

26 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღე, რომელსაც ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია, რომელზეც არა მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მათ უცხოელ პატრონებს, საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთხმად ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას; არა ფსევდო-ლიბერალურ, თავსმოხვეულ ღირებულებებს, არამედ ოჯახურ ფასეულობებს, რწმენას და ტრადიციებს; არა სხვა ქვეყნების უპირობო მორჩილებას, არამედ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას; არა ცალ ფეხზე დგომას - არამედ ღირსეულ ევროპულ მომავალს; არა საკუთარი ქვეყნისთვის ომის ტრაგედიის თავს დატეხას, არამედ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა საჭირო.

„საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს!

ამას გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტის დონეზე ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

İmedinews.ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →