—

ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

32
ირაკლი კობახიძე  - ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
მოსასმენად დააჭირეთ

პირველი რვა თვის მონაცემებით, წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ზრდა გვქონდა 9.7%, რაც არის ევროპაში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ…

პირველი რვა თვის მონაცემებით, წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. წინა სამი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალო ზრდა გვქონდა 9.7%, რაც არის ევროპაში, რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ტემპის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ჩვენ წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ოთხი წლის თავზე ჩვენი ეკონომიკა მიაღწევს 130 მლრდ ლარს, ჩვენი ბიუჯეტი გადააჭარბებს 40 მლრდ ლარს, 4%-მდე შემცირდება უმუშევრობა, 4%-მდე შემცირდება სიღარიბე. ამისთვის გვჭირდება იმ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რომელიც გვაქვს აღებული ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. რა თქმა უნდა, კარგია, რომ პროგნოზები უმჯობესდება, თუმცა გვინდა, რომ ამ პროგნოზებსაც დამატებით გადავაჭარბოთ. ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →