—

ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“

124
ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგანცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად და ამაში ე.წ. შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგანცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად და ამაში ე.წ. შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "მთავარი არხი" დაუსაბუთებელი თანხებით ფინანსდებოდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.

„ზოგადად, ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს და ფინანსდება „შავი ფულით“, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, ალბათ, ახალი დეტალები არის გამოკვეთილი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას. ის, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ქცეული არიან სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, რა თქმა უნდა, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. ალბათ, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“,-განაცხადა კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →