—

ბიძინა ივანიშვილი - არ არსებობს სფერო, რომელი მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ, ეს არის ფაქტი

46
ბიძინა ივანიშვილი - არ არსებობს სფერო, რომელი მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ, ეს არის ფაქტი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში არ არსებობს სფერო, რომელი მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ. ეს არის ფაქტი და რამდენადაც უნდა ეცადონ საპირისპიროს დამტკიცებას, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს, – ამის…

საქართველოში არ არსებობს სფერო, რომელი მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ. ეს არის ფაქტი და რამდენადაც უნდა ეცადონ საპირისპიროს დამტკიცებას, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ივანიშვილის თქმით, ოპონენტები ცდილობენ, შენებას – ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა მმართველი გუნდის საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა იმ საკვანძო მიღწევებზე, რაც კონკრეტულად ამ რეგიონში და საქართველოში გვაქვს. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს რეალისტური გეგმები. ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე როცა ვსაუბრობთ, ოპონენტები მყისვე პარალელური რეალობის შექმნას იწყებენ და თავიანთი ცნობილი ხელწერით ცდილობენ, შენებას – ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა ჩვენს საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →