—

კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ

51
კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ
მოსასმენად დააჭირეთ

„დღეს ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ…

„დღეს ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება”, - განაცხადა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი შეახსენა და ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

“ჩვენ ყველას გვახსოვს წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება. გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს; გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ, როგორ არეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას; გვახსოვს, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები; გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში.

რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუაცია, სადაც ღიად საუბრობენ იმაზაე, რასაც ადრე კულისებში გვეუბნებოდნენ და ხელების გაგრეხით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში, გაბედეს მხოლოდ სანქციებზე საუბარი. გვახსოვს, მოწოდებები, რასაც აჟღერებდნენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ რომ მაშინ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებზე მიერთებისკენ, ამით ვის დავაზარალებით? ისევ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

Primetime.ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →