—

ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები ცესკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

108
ქვემო ქართლის მედია ორგანიზაციები ცესკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
მოსასმენად დააჭირეთ

არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღე დარჩა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეთნიკურ უმცირობათა ენებზე საინფორმაციო აქტივობებს არ ატარებს. წელს არჩევნების 90%-ზე მეტი ელექტრონული ფორმით ჩატარდება, თუმცა რეგიონში…

არჩევნებამდე დაახლოებით 10 დღე დარჩა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეთნიკურ უმცირობათა ენებზე საინფორმაციო აქტივობებს არ ატარებს. წელს არჩევნების 90%-ზე მეტი ელექტრონული ფორმით ჩატარდება, თუმცა რეგიონში ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდმა ნაწილმა აღნიშნული სიახლის შესახებ არ იცის და ამ თვალსაზრისით, ინფორმაციული მასალების პროპაგანდირება ჯერაც არ მიმდინარეობს. ასევე მათი მხრიდან არც ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან ხდება თანამშრომლობა.   

გასული წლების განმავლობაში, ქვემო ქართლში ეთნიკურ აზერბაიჯანელთა ინფორმირების თვალსაზრისით ადგილობრივმა მედია ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულეს. დღეს აღნიშნული მედია ორგანიზაციები საქართველოს ათასობით აზერბაიჯანელს ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მათთან თანამშრომლობს რამდენიმე ავტორიტეტული ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია და სწორედ მათი მეშვეობით აცნობენ ადგილობრივ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას საარჩევნო კამპანიების შესახებ.

არჩევნების პროპაგანდა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მათ შორის ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ცესკო-ს ვალდებულებაა. თუმცა ის ამ ეტაპზე, ამ მხრივ მომუშავე, ადგიოლობრივ მედია ორგანიზაციებთან არ თანამშრომლობს. 

 ჩვენი დაკვირვებით, ცესკო მხოლოდ ცენტრალურ მედიებთან თანამშრომლობს. ამ სიტუაციას დისკრიმინაციად მივიჩნევთ და ცესკოს მოვუწოდებთ, რომ ითანამშრომლოს ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს არჩევნებთან დაკავშირებული სიახლეების გავრცელება ადგილობრივი აზერბაიჯანელებისთვის.  

Aktual Media - Aktual.ge

Lider Media - 24News.ge

Supta Ambavi - InterPress.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →