—

საქართველოში იმპორტირებული წიწიბურას 99%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის

92
საქართველოში იმპორტირებული წიწიბურას 99%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში წიწიბურას იმპორტი 25%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 5 408 ტონა (3.2 მლნ დოლარის ღირებულების) წიწიბურა იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 4 054 ტონა (1.8 მლნ…

საქართველოში წიწიბურას იმპორტი 25%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 5 408 ტონა (3.2 მლნ დოლარის ღირებულების) წიწიბურა იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 4 054 ტონა (1.8 მლნ დოლარის).

მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს წიწიბურას იმპორტი 24%-ით გაუიაფდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 59 ცენტი იყო, წელს კი ფასი 45 ცენტამდე შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში წიწიბურას იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. მაგალითისთვის, 2024 წლის 8 თვეში ქვეყანაში წიწიბურას 99%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველომ რუსეთიდან 1.817 მილიონზე მეტი ღირებულების 4 052 ტონა წიწიბურა იყიდა.

საანგარიშო პერიოდში პროდუქციის მცირე ნაწილი შემოვიდა პოლონეთიდან და იტალიიდან. უფრო კონკრეტულად, პოლონეთიდან იმპორტირებულია 5 470 დოლარის ღირებულების 1.28 ტონა წიწიბურა, ხოლო იტალიიდან 90 დოლარის ღირებულების 10 კგ. პროდუქცია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →