—

ქუთაისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნობი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

43
ქუთაისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნობი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა
მოსასმენად დააჭირეთ

ქუთაისში უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა. ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, რომ უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა…

ქუთაისში უცნობმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა. ამ დრომდე დაუდგენელი პირი, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია “ნიკორას” ფილიალში შეიჭრა. ქსელური მარკეტის თანამშრომლები იხსენებენ, რომ უცნობმა პირმა სალაროს თარო, სადაც თანხა იყო, მთლიანად გაიტაცა.

"წაღებულია 220 ლარი, სალაროს უჯრა მთლიანად წაიღო, ნიღაბი ეკეთა თუ არა, ვერ დავინახე, ისე დავიბენი. "კაპიუშონი" ჰქონდა თავზე წამოფარებული", - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →