—

ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბერი არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმია

51
ირაკლი კობახიძე - 26 ოქტომბერი არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმია
მოსასმენად დააჭირეთ

აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 წლის…

აჭარა და ბათუმი თითოეული ქართველისთვის არის ის მხარე და ქალაქი, რომლის მიმართაც ყველას განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. მიხარია, რომ დღეს ეს მხარე და ეს ქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 12 წლის წინ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აჭარა და ბათუმი კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს. ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მტკიცედ და ღირსებით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით, საქართველოს ორი კვირა აშორებს გადამწყვეტ არჩევნებამდე, რომელსაც რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს.

„კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, მხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს“, -განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალსდა შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს გადამწყვეტი არჩევანი, რომელიც საქართველოს მშვიდობას შეუნარჩუნებს და განვითარებას მოუტანს.

„2012 წლამდე საქართველოს მართავდა უცხოური აგენტურა, უსამშობლო პოლიტიკოსების ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი. ამ უმძიმესი დანაშაულების პარალელურად, რეჟიმი ვერც ეკონომიკური მიღწევებით გამოირჩეოდა და 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მათგან უმძიმესი მემკვიდრეობა გადაიბარა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →