—

ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

53
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებსა და სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ჩასულებს, ახლა რუსეთში 90 დღეზე მეტი ვადით ყოფნის უფლება აქვთ.

დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან - 10 ოქტომბრიდან - შედის.

მანამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით, გარდა იმ პირებისა, ვინც ქვეყანაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდა.

აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →