—

ბრალი წარედგინა პირს, რომელიც, საზღვარგარეთ მყოფ პირს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა და დაზარალებულებს ემუქრებოდა

52
ბრალი წარედგინა პირს, რომელიც, საზღვარგარეთ მყოფ პირს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა და დაზარალებულებს ემუქრებოდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით, თანხის გამძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. როგორც ირკვევა დამნაშავე დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და…

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით, თანხის გამძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. როგორც ირკვევა დამნაშავე დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ბრალდებული, საზღვარგარეთ მყოფ პირს, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა და დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულმა ერთ-ერთი დაზარალებულის სახლის ეზოში, მუქარის შემცველ წერილში მოთავსებული 3 ვაზნა, ხოლო მეორე დაზარალებულის სახლის ეზოში ავტომანქანის განადგურების მიზნით აალებადი ნივთიერებით სავსე ცეცხლმოკიდებული ბოთლი გადააგდო", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →