—

ევროპარლამენტარი პეტარ ვოლგინი - საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ არის

53
ევროპარლამენტარი პეტარ ვოლგინი - საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ არის და იმედი მაქვს, საქართველოს არ ელოდება იგივე ბედი, რაც სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა სხვა სახელმწიფოთა მარიონეტებს წარმოადგენენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა…

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ არის და იმედი მაქვს, საქართველოს არ ელოდება იგივე ბედი, რაც სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა სხვა სახელმწიფოთა მარიონეტებს წარმოადგენენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტარ ვოლგინმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ სურთ, საქართველო კიდევ ერთ ევროატლანტიკურ მარიონეტად და კოლონიად აქციონ.

„ევროკავშირი და აშშ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს. რის გამო? იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს იყოს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტი. ამ ქვეყანამ დაიცვა საკუთარი ინტერესები და არა უცხოური ძალების. საქართველო მიიღო მნიშვნელოვანი კანონები. მათ შორის უცხოური აგენტების და ლგბტ პროპაგანდის შესახებ. დამტკიცებულია, რომ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს სტრუქტურები მხარს უჭერენ ამერიკისა და გლობალისტების დოქტრინას და ისინი ძირს უთხრიან ეროვნულ სახელმწიფოს. მათ სურთ საქართველო კიდევ ერთ ევროატლანტიკურ მარიონეტად და კოლონიად აქციონ. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ არის და იმედი მაქვს, საქართველოს არ ელოდება იგივე ბედი, რაც სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა სხვა სახელმწიფოთა მარიონეტებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ბულგარელმა ევროპარლამენტარმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →