—

\"ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს... \"ქართული ოცნება\" ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს\" - გლუკსმანი

52
\"ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს... \"ქართული ოცნება\" ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს\" - გლუკსმანი
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს... "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს", - თქვა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს…

"ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს... "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს", - თქვა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

"ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს. საქართველოს ქალაქებში ახალგაზრდები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ, როგორც სიმბოლოს თავისუფლებისა და ღირსებისა. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია კრემლთან გარიგება და ამავე დროს ევროპული გზით სიარული. შეუძლებელია თავისუფლებას ახშობდე ახალი კანონებით და თან ევროპისკენ მიდიოდე. შეუძლებელია, უვადოდ გყავდეს დაპატიმრებული სააკაშვილი და თან ევროპისკენ მიდიოდე. "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს, ამიტომ ევროპამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ქართველი დემოკრატების გვერდით დგას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

Mtavari 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →