—

\"საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება... მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა EU-სკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი\"

52
\"საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება... მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა EU-სკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი\"
მოსასმენად დააჭირეთ

"საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება... მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა EU-სკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი", - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჟუროვა…

"საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება... მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა EU-სკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი", - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჟუროვა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე საუბრობს.

შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, და ასევე, გადახედილი იქნა დახმარების პორტფელი. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და ამის ფონზე ჩვენ შევამცირეთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და გავაძლიერეთ ურთიერთობა საქართველოს ხალხთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებას და იმ კანონებს, რომლებიც ნამდვილად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, უნდა შეწყვიტონ ეს გაუგებარი ბრალდებების გამოთქმა ევროკავშირის მთავრობის მიმართ, ის ნარატივი, რომ ევროკავშირი ცდილობს ახალი ფრონტი გახსნას საქართველოში, მიუღებელია. ეს ნარატივები ხელსაყრელია მხოლოდ რუსეთისთვის. და ამგვარად, ეს არის ანტიდემოკრატიული ქმედება. საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიულობის და ის წინასაარჩევნო რიტორიკა რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები, ძალიან წააგავს ავტორიტარული რეჟიმების ქცევას და ქმედებას. და ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გამოთქმულ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს. ევროკავშირი დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ასახოს საქართველოს მოსახლეობის და ხალხის ნება. მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი, - აცხადებს ის. [სინქრონული თარგმანი]

Mtavari 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →