—

ირაკლი კობახიძე - 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში

62
ირაკლი კობახიძე - 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში
მოსასმენად დააჭირეთ

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო…

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განვითარდება ინფრასტრუქტურა.

მისი თქმით, პოლიციის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, გასული წლების განმავლობაში და აქაც გვაქვს კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით.

„როგორც პოლიციის, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ნაწილში, მნიშვნელოვანი განახლება გვქონდა და შემდეგი წლების განმავლობაშიც მნიშვნელოვნად განახლდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ასევე, მნიშვნელოვანია პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესება, აქაც გვაქვს ცალკე პროექტი - „პოლიციის ქალაქის“ პროექტი და ამ მიმართულებითაც გვექნება სერიოზული წინსვლა, 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში“, - განაცხადა პრემიერმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →