—

საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს | საგარეო ისრაელში დაღუპულ მოქალაქეზე

32
საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს | საგარეო ისრაელში დაღუპულ მოქალაქეზე
მოსასმენად დააჭირეთ

ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების…

ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს: 

ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას.  საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას." ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

შეგახსენებთ, თელ-ავივში შეიარაღებული თავდასხმისას გუშინ საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მისი ვინაობა არ სახელდება.

თელ-ავივში გასულ ღამეს ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. 

თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მედიაში გავრცელდა თავდამსხმელთა კადრები, რომლებიც ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →