—

მამუკა ხაზარაძე - ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა - ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

80
მამუკა ხაზარაძე - ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა - ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა
მოსასმენად დააჭირეთ

ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა, - ამის შესახებ კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მამუკა…

ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა, - ამის შესახებ კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი შვილების თაობა „ნარკომანიამ წალეკა“

„ბიძინა ივანიშვილი იცით ვინ არის? - რამდენიმე წლის წინ ღვინის ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების კანონის გატანას აიძულებდა საქართველოს, აი, ეს არის ეს კაცი. ნარკომანიამ წალეკა ჩვენი შვილების თაობა და საერთოდ, საქართველო წალეკა და როდის ხდება ეს, როცა ერი გამოცოცხლდება ხოლმე. 90-იანები გაიხსენეთ, რამდენი ახალგაზრდა დავკარგეთ, როცა დამოუკიდებლობის ბრძოლის ჟინით გამოვიდა მთელი ერი ქუჩაში, რა ხდებოდა მაშინ? - შემოიყარა ნარკოტიკული საშუალებები.

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ და აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა და კიდევ კარგი უწმინდესის და ეკლესიის ჩარევით გეგმა ჩაიშალა“, - განაცხადა ხაზარაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →