—

\"თუ [\"ქართული ოცნება\"] ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს [ურთიერთობაზე]\"

102
\"თუ [\"ქართული ოცნება\"] ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს [ურთიერთობაზე]\"
მოსასმენად დააჭირეთ

"თუ ["ქართული ოცნება"] ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს [ურთიერთობაზე]", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ…

"თუ ["ქართული ოცნება"] ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს [ურთიერთობაზე]", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი საუბრობს. მის კომენტარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს და აქვე წერს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილი შეხვედრები "მათ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს" უკავშირდებოდა".

"გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია "ქართულ ოცნებას" საქართველო მიჰყავს. ის ქვეყანას აშორებს იმას, რაც ქართველების უმეტესობას სურს - ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან. ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით... 

თუ ისინი ["ქართული ოცნება"] გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და შეამცირებს ჩვენს [ურთიერთობებს]", - აცხადებს სალივანი.

Mtavari 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →