—

როდის გაიხსნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი

666
როდის გაიხსნება აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაკეტილი რჩება. თუმცა მოსალოდნელია, რომ შეზღუდვის დრო…

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაკეტილი რჩება. თუმცა მოსალოდნელია, რომ შეზღუდვის დრო გახანგრძლივდეს. დღეს მერვე მოწვევის მილი მეჯლისის პირველ სხდომაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვარზე არსებულმა შეზღუდვებმა ქვეყანა "ძალიან დიდი კატასტროფებისგან" გადაარჩინა.

"დღესაც, როცა საზღვრები ჩაკეტილი რჩება, საშიში ქმედებების მცდელობები მიმდინარეობს და მათი აღკვეთა ხდება“, - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, საზღვრის დაცვა აზერბაიჯანს გარე რისკებისგან დაიცავს, შიდა რისკები კი ქვეყანაში არ არსებობს. ალიევის დღევანდელი განცხადება შეიძლება მიუთითებდეს, რომ საზღვრები არ გაიხსნება 1 ოქტომბრის შემდეგაც.

ბაქომ ადრე განაცხადა, რომ შეინარჩუნებს საკარანტინო რეჟიმს, რომელიც შემოღებულ იქნა კოროვირუსული პანდემიის გამო, "სანამ საჭირო იქნება". ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ისაუბრეს სახმელეთო საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →