—

დავით შერაზადიშვილი: ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები

115
დავით შერაზადიშვილი: ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები
მოსასმენად დააჭირეთ

"ჩემთვის დიდი პატივია, ამჯერად, მოგმართოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის რანგში. იყო ხალხის სამსახურში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ და მსურს, უკვე ოთხი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის…

"ჩემთვის დიდი პატივია, ამჯერად, მოგმართოთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის რანგში. იყო ხალხის სამსახურში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ და მსურს, უკვე ოთხი  მუნიციპალიტეტის  განვითარებისთვის გავწიო შრომა"

InterPress.ge -ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემმა ბოლნისელებმა იციან, რომ მე არასდროს მიმიტოვებია ჩემი მშობლიური მხარე, ჩვენ ერთად გადავიტანეთ  ქვეყნისათვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდი და ერთად გავუმკლავდით გასაჭირს. 

დმანისელებს, თეთრწყაროელებს და წალკელებს ვპირდები, რომ ყოველთვის ვიქნები მათთან ერთად, სადაც კი ამის საჭიროება იქნება. ჩემთვის რეგიონი უცხო არ არის,  ყველგან უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს.  თითოეულ მუნიციპალიტეტთან მაქვს პირადი და საქმიანი ურთიერთობა.

ჩვენი რეგიონი გამოირჩევა თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით და ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. აქ, სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები საუკუნეების მანძილზე ერთად მშვიდად,  მეგობრულად ვცხოვრობთ. პატივს ვცემთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს, ერთად ვზეიმობთ დღესასწაულებს. ჩვენ ერთად ვიღვწით უკეთესი ქვეყნის  შესაქმნელად და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. 

ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები.

მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ.
მიგულეთ თქვენს გვერდით არა მარტო როგორც პარლამენტის წევრი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის უზომოდ მოსიყვარულე და ქომაგი.

მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი!"-დავით შერაზადიშვილმა განაცხადა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →