—

თინა ბოკუჩავა - მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე - ჩვენი კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის

48
თინა ბოკუჩავა - მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე - ჩვენი კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავასგანაცხადებით, ის იზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას - გაერთიანებისკენ.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავასგანაცხადებით, ის იზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას - გაერთიანებისკენ.

ბოკუჩავას განმარტებით, მათი კოალიციის კარი ღიაა კოალიცია „ცვლილებების“ წევრებისთვის.

„ბიძინა ივანიშვილის მარცხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე გარდაუვალია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში.

ბიძინა ივანიშვილის მცდელობას ქართველი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - მივესალმები და ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ხელით დაწერა საქართველოს ეროვნული გერბზე - ძალა ერთობაშია.

ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →