—

დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თეთრიწყაროში აგრძელებს

86
დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თეთრიწყაროში აგრძელებს
მოსასმენად დააჭირეთ

“ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლების მოსახლეობას…

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და მოისმინეს ადგილზე არსებული გამოწვევები. დავით შერაზადიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

„ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ომის შედეგები და ამიტომ ვირჩევთ მშვიდობას.“ - ამ სიტყვებით მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მადონა ოქროპირიძემ, რომელიც გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული.

„2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

ამ ადამიანებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ , საქართველოსპარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →