—

გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა

47
გიორგი გახარია - ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება - პრეზიდენტი თანახმაა
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიაპრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიაპრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსშეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძისთხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, - წერს გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაპარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. თუმცა როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა შემდგარიყო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუკ“ პოსტში აღნიშნავდა, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა, თუმცა დღეს პირდაპირი აუდიენცია ვერ ხერხდებოდა. ამასთან, როგორც „ლელოში“ აცხადებდნენ, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვეოდნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →