—

დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

42
დღეს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
მოსასმენად დააჭირეთ

16 სექტემბერს ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ…

16 სექტემბერს ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამისა და დილის საათებში ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით შესაძლებელია ძლიერი   17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°, ზოგან +23°-მდე.

თბილისში მოსალოცნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ სიჩქარით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →