—

\"სანდუ, ზელენსკი და სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან\" | ზახაროვას მორიგი ანტიდასავლური განცხადება

51
\"სანდუ, ზელენსკი და სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან\" | ზახაროვას მორიგი ანტიდასავლური განცხადება
მოსასმენად დააჭირეთ

"მაია სანდუ, ზელენსკი და მანამდე სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან, ასეთ ადამიანებს მედასავლეთეები ხშირად იყენებდნენ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაია…

"მაია სანდუ, ზელენსკი და მანამდე სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან, ასეთ ადამიანებს მედასავლეთეები ხშირად იყენებდნენ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაია ზახაროვამ. 

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს "ერთი შეხედვით საკუთარი ქვეყნების პასპორტები აქვთ, ენა და კულტურაც იციან, შემდეგ კი ბრძანების მიღებისთანავე იცვლებიან".

"ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთ ადამიანებს მედასავლეთეები ხშირად იყენებდნენ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში - სანდუ, უკრაინაში - ზელენსკი. საქართველოში სააკაშვილი იყო. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში "სტარტის" ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან", - ამბობს ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ სიტყვებით მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ცოტა ხნით ადრე, პრორუსმა მოლდოველმა პოლიტიკოსმა ილან შორმა თქვა, რომ მაია სანდუ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.

Mtavari.tv 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →