—

გია ჯაფარიძე - რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესი განცხადებაა - ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!

37
გია ჯაფარიძე - რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესი განცხადებაა - ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!
მოსასმენად დააჭირეთ

ალბათ, ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესია-ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

ალბათ, ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესია-ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს!, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგრევს წლების განმავლობაში ნაშენებ არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმ ნიადაგს ამზადებს სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის.

„საქართველოს ისტორიაში ყოფილა ბევრი სამარცხვინო, დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედება. ალბათ, ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ, ერთ-ერთი უსამარცხვინოესია. საერთაშორისო სასამართლოებმა დაადგინეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სიმართლე, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები ამართლებენ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი არავის მიმართ არ აქვს! საქართველო ისტორიაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ალბათ, ყველაზე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. იმის გარდა, რომ გვაკარგვინებს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზას, წვდომას მილიარდობით ევროსთან, აგრევს წლების განმავლობაში ნაშენებ არაღიარების პოლიტიკას, მინიმუმ ნიადაგს ამზადებს სხვა ქვეყნების მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის. არ ვიცი, ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა სახელი შეიძლება ეწოდებოდეს ასეთ ქმედებებს და განცხადებებს.

26 ოქტომბერს, ეს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ, მშვიდობით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, უნდა გამოვიდეთ სიღარიბიდან, უნდა შევიდეთ ევროპის კავშირში და ვიცხოვროთ კეთილდღეობაში“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გუშინ გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →