—

ირაკლი კობახიძე: ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს მარტივ არჩევანს - ან ომი, ან მშვიდობა

38
ირაკლი კობახიძე: ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს მარტივ არჩევანს - ან ომი, ან მშვიდობა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან…

დღეს გორში გვქონდა შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი პარტიის, წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქაც, რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმ პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან, - განუცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები და უფრო მეტიც, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობა აკეთებს, რეალურად, მარტივ არჩევანს.

„მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ან ომი, ან მშვიდობა, ან ის პროპაგანდა, რომელიც არავის მოგვწონს, ან ტრადიციული ფასეულობები, ან უნდა ავირჩიოთ ბნელ წარსულში დაბრუნება, რაც ძალიან მძიმე დაგვამახსოვრა „ნაცმოძრაობამ“, როცა იყო 9 წელი ხელისუფლებაში, ან ხალხმა უნდა აირჩიოს ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი. არჩევანი არის ძალიან მარტივი და მე დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი არჩევანი გაკეთდება 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

İmedinews.ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →