—

კახა კალაძე: მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით მშვიდობას და ამას მოჰყვება ქვეყნის განვითარებაც

40
კახა კალაძე: მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით მშვიდობას და ამას მოჰყვება ქვეყნის განვითარებაც
მოსასმენად დააჭირეთ

მიუხედავად შემოტევებისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია.

„დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას შევხვდით. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად შემოტევების, ზეწოლის და ბულინგისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. ამის გარეშე, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოციალური პროგრამების განხორციელებაზე საუბარი.

შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით ქვეყანაში უწყვეტ მშვიდობას. ცხადია, ამას მოჰყვება ქვეყნის წინსვლაცა და განვითარებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

İmedinews.ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →