—

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 49 ადამიანი დაიბრუნა

48
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 49 ადამიანი დაიბრუნა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალი, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბსა და პრეზიდენტ…

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალი, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბსა და პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დაბრუნება, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველით და ვმუშაობთ. 49 უკრაინელი ახლა სახლშია. მათ შორის არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ შორის არის ლენიე უმეროვა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსებმა მძევლად აიყვანეს, როცა ავადმყოფი მამის მოსავლელად მივიდა. გათავისუფლებს შორის არიან „აზოვსტალის“ მცველებიც“, - წერს ზელენსკი „ფეისბუქში“.

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 23 ჯარისკაცი და სერჟანტი, 19 ოფიცერია, დანარჩენი 7 კი - მშვიდობიანი მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლდა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ 15 დამცველი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →