—

ხატია დეკანოიძე - სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა

52
ხატია დეკანოიძე - სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა
მოსასმენად დააჭირეთ

სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა-ნაციონალური…

სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება.

„სრულიად ბუნებრივია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების გზავნილები ლავროვის, კრემლის და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებების განცხადებებს ემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესეთ დამამცირებელ განცხადებებს ხელისუფლება არ ეხმაურება. ხელისუფლება რუსულ გავლენას თვითონ ატარებს.

ჩვენ 26 ოქტომბერს და პირველ რიგში ქართველი ხალხი დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო, სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება ევროკავშირის წევრობა, ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობები არის გადამწყვეტი. ამიტომ, რეალურად, რუსული გავლენის მატარებელი ხელისუფლების და ლავროვის იდენტური გზავნილები სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქართველ ხალხს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები აქვს, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ დასავლეთის იმ „წესებით“, რომელსაც ყველას უწესებს.

„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ „წესებით“, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ ახარებთ. ისევე, როგორც არ ახარებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავს მოხვევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →