—

ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია - მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას

71
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია - მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია - მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი…

ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია - მას ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, მომავალ წელს დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, რის შემდეგაც გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებით.

“ყველამ იცის, რომ საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ლიდერია, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ფორმალურად, ნახევარი ნაბიჯით ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, სრული უსამართლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება მომავალ წელს, ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობა აღდგება. საქართველოს ეკუთვნის თავისი ღირსეული ადგილი როგორც ლიდერ ქვეყანას, ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ გვითქვამს - 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →