—

რა მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს | საქსტატის მონაცემები

62
რა მიზნით იყენებს საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს | საქსტატის მონაცემები
მოსასმენად დააჭირეთ

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული…

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. 

მობილურ ტელეფონს ფლობს ქალების 90.3 % და კაცების 91.4%. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
 

  • 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63% ფლობს მობილურ ტელეფონს. 15-29 წლის ასაკის - 98.1%, 30-59წლის - 97.9%, ხოლო 60 წლის და უფროსი 87.9%.


რაც შეეხება სმარტფონებს - სმარტფონს ფლობს 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 80.7%. ქალაქის მოსახლეობის 85.9% და სოფლის მოსახლეობის72.4%. ქალების 81.3% და კაცების 80.1%. ასაკობრივად კი სმარტფონებს ფლობს 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 63.1% .  15-29 წლის ასაკის - 97.7%, 30-59წლის - 93.8%, ხოლო 60 წლის და უფროსი 58.9%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.6%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 45.8%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 69.6 და 69.4% შეადგინა. ყველაზე ნაკლები გურიასა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 36.7% და 35.9%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: 

  • ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), 
  • სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%), 
  • ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (50.4%), 
  • ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%), 
  • ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%),
  • საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%), 
  • ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%), 
  • პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%) 
  • სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%).


15+ ასაკის მოსახლეობის წილი, ვისაც ბოლო 12 თვეში, პირად საკითხებზე ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან. სტატისტიკა ამ მაჩვენებლის მიხედვით შემდეგია 9.1%-ს ჰქონდა ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით, 90.9% არ ჰქონია. რაც შეეხება მიზნებს 8%-ს მიზანს  სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. 3.6% ოფიციალური ფორმების/ბლანკების ჩამოტვირთვა, ხოლო 3.8%-ის შევსებული ფორმების/ბლანკების წარდგენა. ასაკობრივად ყველაზე მეტად სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ინტერნეტით ურთიერთობა 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას ჰქონდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →