—

აზერბაიჯანში 1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

53
აზერბაიჯანში 1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა შეინიშნება.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა 20,39 პროცენტმა (1 მილიონ 309 ათას 522) ისარგებლა საარჩევნო უფლებით.

საანგარიშო უბნების რაოდენობაა 6478.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში 125 დეპუტატობის მანდატისთვის 990 კანდიდატი იბრძვის. აზერბაიჯანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 6 მილიონ 421 ათას 960 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრა 125 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ 6478 საარჩევნო უბანზე ტარდება. მათგან 54 ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა.

საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 19:00 საათამდე გაგრძელდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →