—

აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო

46
აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის, მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 125 საარჩევნო ოლქის 6478 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მათგან 54 ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 19:00 საათამდე გაგრძელდება.

საპარლამენტო არჩევნებში 125 დეპუტატობის მანდატისთვის 990 კანდიდატი იბრძვის. აზერბაიჯანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 6 მილიონ 421 ათას 960 ადამიანს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ახალი აზერბაიჯანის პარტიის (YAP) დირექტორთა საბჭოს 20 ივნისს გამართულ სხდომაზე მიღებულ იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მილი მეჯლისის წარმომადგენელ დეპუტატებს მიეცეს რეკომენდაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის მიმართვის ინიციატივით. მილი მეჯლისის მეექვსე მოწვევის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

21 ივნისს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მილი მეჯლისმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. პეტიციას მხარი დაუჭირა 105-მა, წინააღმდეგ კი 1-მა.

27 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მილი მეჯლისის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციის შესაბამისადაა.

28 ივნისს, მილი მეჯლისის რიგგარეშე სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომის დახურულად გამოცხადების შემდეგ, მე-6 მოწვევის მილი მეჯლისმა მუშაობა დაასრულა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →