—

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

58
საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს
მოსასმენად დააჭირეთ

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში შესული სარჩელები ერთ საქმედაა გაერთიანებული. პრეზიდენტს განხილვაზე ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე წარადგენენ ადმინისტრაციის იურისტებთან ერთად, ოპოზიციას დეპუტატები - თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქეთევან ირემაძე, გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას წარადგენს - გელა მთივლიშვილი. 

"ქართულ ოცნების" პოზიციას ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გოდუაძე დაიცავენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →