—

\"აშშ კვლავ ღრმად შეშფოთებულია \"ქართული ოცნების\" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით\" |

26
\"აშშ კვლავ ღრმად შეშფოთებულია \"ქართული ოცნების\" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით\" |
მოსასმენად დააჭირეთ

"შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების"…

"შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" რუსულ რიტორიკასა და პროპაგანდას. ამის შესახებ სახდეპის სპიკერის ოფისმა Globalnews.ge-ს შეკითხვას უპასუხა.

"შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით. ამის მორიგი მაგალითია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადების გეგმებთან დაკავშირებით ისმის. მრავალმხრივი შეხედულებები და მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია ძლიერი დემოკრატიისთვის.

როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის პროცესს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს მისი კრიტიკოსების დემონიზება და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Globalnews.ge-ს. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →