—

აზერბაიჯანი მაიმუნის ყვავილის საფრთხის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

42
აზერბაიჯანი მაიმუნის ყვავილის საფრთხის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აეროპორტებსა და ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სხვა გამშვებ პუნქტებზე მთელ რიგ ზომებს აწესებს.

ამის შესახებ საბაჟო კომიტეტში სააგენტო Report-ს განუცხადეს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის რისკის მქონე ქვეყნები, საიდანაც შესულ მგზავრებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ.

კერძოდ, აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის სხვა გამშვებ პუნქტებზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობები მაღალი სიცხის მქონე მგზავრების გამოსავლენად გამოიყენება. დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ტერიტორიული სამედიცინო ერთეულების მართვის ასოციაციასთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განისაზღვრება. აღნიშნულ ზომებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განსაკუთრებით საშიშ ინფექცითა ეპიდსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ითვალისწინებს.

„სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო კომიტეტის სამედიცინო სამსახური მებაჟეებისთვის განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე ტრენინგებს რეგულარულად ატარებს, ბოლო დროს კი სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მაიმუნის ყვავილის კლინიკურ სიმპტომებს, დაინფიცირების გზებსა და პროფილაქტიკას,” - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, პირველადი სამედიცინო გამოკვლევისა და ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადების დონე გაიზარდა.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის, საქართველოსთან 2020 წელს დაიკეტა. დაწესებული შეზღუდვები მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე გრძელდება. ამ ეტაპზე აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო გზით არის შესაძლებელი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →