—

ქართულმა ბანკებმა რუსული ფულადი გზავნილების სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

122
ქართულმა ბანკებმა რუსული ფულადი გზავნილების სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
მოსასმენად დააჭირეთ

ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის შემდეგ, საქართველოში გადარიცხვებს მესამე რუსული კომპანია აჩერებს.

რამდენიმე ქართულმა ბანკმა, მათ შორის „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ რუსული ფულადი გზავნილების სისტემასთან, Zolotaya Korona თანამშრომლობა შეწყვიტეს. ინფორმაცია ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

მიზეზად კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები გახდა, რომლის თანახმადაც ბიზნესის კეთება სანქცირებულ კომპანიებთან აკრძალულია. ტელეგრამში წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობას გაართულებს.

Zolotaya Korona-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია პარტნიორების მოთხოვნების გათვალისწინება.

ცნობისათვის, აქამდე ანალოგიური პრობლემები შეექმნათ იმ რუსული ბანკების კლიენტებს, რომლებიც SWIFT-ის საერთაშორის სისტემიდან ჩახსნეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →