—

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა

34
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, როგორც ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, როგორც ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლება ყოველთვის ქმედით ფორმას მიმართავს.

„სადაც საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი ინტერესების დაცვა, როგორც ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად. თქვენ იცით, რომ ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს ქმედითი ფორმით. ამ შემთხვევაშიც, როდესაც საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, მათი ინტერესების და უფლებების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

İmedinews.ge 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →