—

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის - ამისთვის ვითარებას ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ 2005 წლიდან ამწიფებდნენ

37
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის - ამისთვის ვითარებას ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ 2005 წლიდან ამწიფებდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში…

„ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან ამწიფებდა.

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, ეს არის მთლიანად უმრავლესობის, მმართველი ძალის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის და ეს არის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს. თუმცა, არის სხვა მრავალი დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა იმ ცხრა წლის განმავლობაში.

რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო, ის რაც მოხდა და საბოლოო ჯამში, მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას ამწიფებდა „ნაცმოძრაობა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული. ეს ქრონოლოგია არაერთხელ მითქვამს მეც, როგორ მიიღეს ჯერ კანონი, ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, მერე როგორ შეიქმნა ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია, როგორ აირჩა შემდეგ ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ა.შ. პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოში მომწიფებულიყო ომი, 2008 წელს რაც მოხდა, რაც არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

Pia

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →