—

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით ყველა მიმართულებით

67
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერებით ყველა მიმართულებით
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტს აზერბაიჯანში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

InterPress.ge იუწყება, რომ ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა თქვა: „დღეს ჩვენ უკვე გავცვალეთ თქვენთან აზრები და გამოვთქვით ჩვენი კმაყოფილება იმის გამო, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები მეგობრებს, მეზობლებსა და მოკავშირეებს შორის. ჩვენ ვხედავთ დადებით დინამიკას ყველა სფეროში. ჩვენი დელეგაციების შემადგენლობაც ამას ნათლად აჩვენებს. ანუ მართლაც ბევრი თემაა განსახილველად, ურთიერთობისთვის და ჩვენი ურთიერთობის სფერო ყოველწლიურად ფართოვდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთაქტიურობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ერთმანეთთან დაახლოებისკენ“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →