—

„გახსნის თარიღი უცნობია - ახალ ზოოპარკს საბოლოო სახე რომ მიეცეს, 40 მლნ დოლარი გვჭირდება“

32
„გახსნის თარიღი უცნობია - ახალ ზოოპარკს საბოლოო სახე რომ მიეცეს, 40 მლნ დოლარი გვჭირდება“
მოსასმენად დააჭირეთ

„ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე, ამიტომ ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი ჯერჯერობით კვლავ უცნობია,“ - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

„ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე, ამიტომ ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი ჯერჯერობით კვლავ უცნობია,“ - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, თანხა ზოოპარკის შენახვისთვის, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა, სამუშაოების დასასრულებლად საკმარისი არ არის.

„ზოოპარკს საბოლოო სახე რომ მიეცეს, დაახლოებით 40 მლნ დოლარი გვჭირდება, თუმცა, ეს შეიძლება, რომ ეტაპობრივად მოხდეს. ახლა ვაპირებთ, რომ როდესაც აფრიკის ექსპოზიციის და კავკასიის ექსპოზიციის მშენებლობა დასრულდება, ზოოპარკს გავხსნით, მაგრამ კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით, როდის იქნება ეს. გახსნის შემდეგ კი დანარჩენ საქმეებს მივხედავთ,“ - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მისი თქმით, ამჟამად ახალ ზოოპარკში 15 სახეობის ცხოველი და ფრინველი, ასევე მსხვილი ძუძუმწოვრები არიან გადაყვანილი.

ზურაბ გურიელიძემ ზოოპარკში კადრების პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაკომპლექტებული ჰყავს, დაბალი ხელფასის გამო ამ კუთხით პრობლემები არის, თუმცა არა მასშტაბური ხასიათის.

„აქ არის ხალხი, ვისაც უყვარს თავისი საქმე და ერთგულად ემსახურებიან მას,“ - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →