—

„საქსტატი“ - 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა

69
„საქსტატი“ - 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა და 887.6 ათასი…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა და 887.6 ათასი სული შეადგინა.

მათივე ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 410.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება.

„ღორის რაოდენობა 198.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მილიონი ფრთა შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.1 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.

„ხორცის წარმოებამ 19.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 162.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტით ნაკლებია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →